თეგი: ჯოზეფ ბილბო

აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა

აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.

აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში: ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის

მალე, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო შეაჯამებს 2022 წლის მთავარ ასპექტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან ინტერვიუს ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება; რეგიონული სტაბილურობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე; საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი ასპექტები, ანაკლიის პორტის პროექტი და სხვა აქტუალური საკითხები. „ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაწიერს, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ამ ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, ჯოზეფ ბილბო Europetime-თან. ინფორმაციისთვის, თავდაცვის ატაშე წარმოადგენს ელჩის და მისიის სამუშაო ჯგუფის მთავარ მრჩეველს სამხედრო საკითხებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ის დანიშნულია ქვეყანაში უმაღლეს სამხედრო ოფიცრად თავდაცვის მდივნისა და გაერთიანებული შტაბების თავჯდომარის მიერ. თადაცვის ატაშე ასევე წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ყველა სამსახურეობრივ სამდივნოს, გენერალური შტაბების თავმჯდომარეს და აშშ-ის ევროპულ სარდლობას საქართველოში. თავდაცვის ატაშე აკვირდება და ანგარიშს აკეთებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების განვითარებაზე, რჩევებს აძლევს ელჩს და მის მოადგილეს პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე და უზრუნველყოფს თავდავცის დეპარტამენტის და სამხედრო მოსამსახურეების საპატიო სტუმრების ვიზიტებს საქართველოში.

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან საქართველოში, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, კოორდინირებული სტრატეგია უკიდურესად მნიშვნელოვანია გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების მიუხედავად, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა, ამისთვის თანამშრომლობს აშშ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის მოუთმენლად ველით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება ET: აშშ-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა და იმ უზარმაზარი დახმარების გათვალისწინებით, რომელსაც ქვეყანა იღებს სტრატეგიული პარტნიორისგან, როგორ აფასებთ იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ შეერთებული შტატების დახმარების საფუძველზე მიაღწია და რა გამოწვევას ხედავთ საქართველოს მიერ ამ დახმარების ათვისების თვალსაზრისით?  ჯოზეფ ბილბო: საბედნიეროდ, 2009 წელს მქონდა შესაძლებლობა, პირველად ვწვეოდი საქართველოს და მას შემდეგ, არაერთხელ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ ჯერზე ვხედავდი განვითარებას, იქნებოდა ეს თბილისსა თუ ბათუმში ვაჭრობისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ სამუშაოს შედეგად, ბევრს მიაღწიეს. თავის მხრივ, შეერთებული შტატები უწევს დიდ დახმარებას საქართველოს. 30-ზე მეტი ოფისი და სააგენტოა წარმოდგენილი აქ, საელჩოში, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს. მაგრამ ძირითადი ჰუმანიტარული სახის დახმარება, რომლითაც საქართველო სარგებლობდა, ახლა აღარ ითვლება ქართველი ხალხის საჭიროების ნაწილად, რადგან საქართველო დროთა განმავლობაში განვითარდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რითაც ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს, ის დახმარებაა, რომელსაც ისინი ახლა ჩვენი პარტნიორობის (აშშ-საქართველოს, რედ.) ფარგლებში იღებენ, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ ერთად ვმუშაობთ უფრო ძლიერი ბაზრების შესაქმნელად, უკეთეს, ახალ ბაზრებზე წვდომის მიზნით და უფრო ძლიერი დემოკრატიული პრინციპების ჩამოსაყალიბებლად, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, რასაც თავის მხრივ, უფრო დიდი ეკონომიკურ განვითარება მოაქვს. ET: როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობდით, ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები -კანონის უზენაესობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, კანონის უზენაესობა გამოწვევაა ბევრ ქვეყანაში. კანონის უზენაესობა გამოწვევაა, რადგან ის სირთულეებთან არის დაკავშირებული და მუდმივ შრომას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებულ შტატებშიც არის გამოწვევები, თუმცა ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქ სწორედ სასამართლოებს ენიჭებათ. ET: რომ დავუბრუნდეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI). უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ხომ არ დაკორექტირდა, ან დაჩქარდა ამ ინიციატივის ფარგლებში მოქმედი რიგი პროგრამები? ჯოზეფ ბილბო: მოგეხსენებათ, თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ (GDDEI), წინა პროგრამა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ჩაანაცვლა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას ცხადყოფს. პროგრამა ფოკუსირებულია ორ ასპექტზე: ბევრი ინსტიტუციური ცვლილება სამინისტროს დონეზე, რეგულაციები და პოლიტიკა; და შემდეგ, თავდაცვის ძალებთან ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საზოგადოებაში მედეგობის, მდგრადობის ამაღლების მიზნით. სამწუხაროდ, ვხედავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და მისი გაანალიზებისას, ჩანს, რომ ეს ეროვნული თავდაცვის გეგმის ძალიან აქტუალურ ასპექტად რჩება. ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც უფრო სწრაფად განვითარდა, რადგან GDDEI-ს ფარგლებში მიმდინარე ამოცანების შესრულება ისედაც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა. ხსენებული ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოში, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ET: ყველა თანხმდება, რომ იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა. უნდა განიხილებოდეს თუ არა უკრაინის საკითხი უფრო ფართოდ, რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოში, და როგორ ხედავთ ამ გადმოსახედიდან აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა.  დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით. ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ? ჯოზეფ ბილბო: სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო. ET: თბილისში გამართული ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, თქვენ საუბრობდით, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ინფორმაციის გაზიარება და გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს და რომ უკრაინაში ომმა, მხოლოდ აჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება. რას გვეტყოდით უფრო მეტს ამის შესახებ? ჯოზეფ ბილბო: საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს. ET: შავი ზღვის რეგიონისთვის უდიდესი შესაძლებლობა აქვს ანაკლიის პორტის პროექტს. საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობა აქვს, მისი მეშვეობით გახდება შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა იმ ფონზე, როცა რუსეთის სანქცირების გამო, საფინანსო ინსტიტუტები ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნებს ეძებენ. თქვენი შეფასებით, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ პორტს, ეკონომიკური სარგებლის და ინვესტიციების გარდა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სავარაუდოდ, 2023 წელს უნდა დაიწყოს, თქვენი აზრით, ჯდება თუ არა ეს პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება. ET: და ბოლოს, ვინაიდან წლის ბოლოა, გკითხავთ, როგორ შეაფასებთ 2022 წელს აშშ-საქართველოს პარტნიორობისთვის? ჯოზეფ ბილბო: 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან.

ჯოზეფ ბილბო: შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას

უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ? ამ შეკითხვას Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს უპასუხა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. „სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ Europetime-თან.  

ჯოზეფ ბილბო: აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით“, - განუცხადა ჯოზეფ ბილბომ Europetime-ს.

ჯოზეფ ბილბო: გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები შავ ზღვაში ვაჭრობის მიმართულებით, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია

„გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს“, - ამის შესახებ Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ განაცხადა. „საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს. მისივე თქმით, 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. „ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბილბო Europetime-თან.

აშშ-ის თავდაცვის ატაშე: ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. დაე, 2023 წელს უფრო გაძლიერდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო იმედოვნებს, რომ 2023 წლისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის შესახებ ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურად, საახალწლო მილოცვაში განაცხადა. „ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ ჩემს მეგობრებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, მათ ოჯახებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც Europetime-ს ადევნებს თვალს. მადლობა შესაძლებლობისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს ნაწილი. დაე, 2023 წელი იყოს უფრო უკეთესი, უფრო გაძლიერდეს შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა; საქართველოს მოქალაქეებს და თქვენს შვილებს კი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული, წარმატებული, უსაფრთხო და დაცული მომავალი ჰქონდეთ“.

აშშ-ის თავდაცვის ატაშე: ვაპირებთ, შემოვიტანოთ სითბური ხედვის მოწყობილობები, ერთ-ერთი ამოცანაა, რომ საქართველომ უკეთესად აკონტროლოს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი

აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო აცხადებს, რომ ახალი მოწყობილობებით, რომელსაც ამერიკა საქართველოს მიაწვდის, ქართველი ჯარისკაცები ურთიერთქმედებას ღამის პირობებშიც შეძლებენ. „ვაპირებთ, შემოვიტანოთ სითბური ხედვის მოწყობილობები, ძირითადად ინდივიდუალური, თუმცა გარკველი რაოდენობა დამონტაჟდება საბრძოლო ტექნიკაზეც. ერთ-ერთი ამოცანაა, რომ საქართველომ უკეთესად აკონტროლოს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და თვალყური ადევნოს რუსების მოქმედებას. ამ აღჭურვილობით ქართელი ჯარისკაცები ურთიერთქმედებას ღამის პირობებშიც შეძლებენ. NATO არ ჩერდება, როდესაც მზე ჩადის“, - განაცხადა ჯოზეფ ბილბომ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.   

აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში: მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას

აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ჯოზეფ ბილბო ხაზს უსვამს, რომ რომ ქართველი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი სწავლებები, მათ შორის ნდობის მაღალი ნდობის არსებობს ადასტურებს.   „მსოფლიოში მრავალი მისია შევასრულეთ ერთობლივად და ახლაც მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას. ეს ადასტურებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის არსებული ნდობის მაღალ დონეს“, - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში. ცნობისთვის, ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აშშ-ის მხარდაჭერით, საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა დასრულდა

აშშ-ის მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა და საბრძოლო მასალების მართვისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გადაცემა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს საბრძოლო მასალების უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას. ​„გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.